დიმიტრი ქუმსიშვილი – ეროვნულ ბანკს ინფლაციის მოთოკვისთვის ყველა ინსტრუმენტი აქვს

ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს ეროვნულ ბანკს ინფლაციის მოთოკვისთვის ყველა ინსტრუმენტი აქვს და როგორც კი, საშიშროებას დაინახავს, რომ პროცესში უნდა ჩაერიოს, აუცილებლად ჩაერევა.

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ქუმსიშვილმა დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლარის კურსის მოკლევადიან ცვლილებებს სავალუტო ბაზარზე მონაწილეთა ქცევა განსაზღვრავს, რაც ძალიან მარტივი რაღაცაა.

“სავალუტო ბაზარზე მყოფი სუბიექტების ქცევა იმ შედეგს განსაზღვრავს, რაც სავალუტო ბაზარზეა. ამ სუბიექტის ქცევებზე ზეგავლენას მოლოდინები ახდენს. ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდა, რადგან ეს თავის თავში მრავალ კომპონენტს შეიცავს, მათ შორის დასაქმებას, ხელფასების ზრდას და ა.შ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის პოლიტიკა გავაგრძელოთ, რასაც უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით ვატარებთ, ლარიზაციის მიმართულებას ვგულისხმობ. მიკროსაფინანსო სექტორის პორტფელის 70 პროცენტი გალარებულია. ეროვნულ ბანკს ინფლაციის მოთოკვისთვის ყველა ინსტრუმენტი აქვს და როგორც კი, ინფლაციის საშიშროებას დაინახავს რომ უნდა ჩაიერიოს, აუცილებლად ჩაერევა“, – დასძინა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი – 2021 წლამდე პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ხელფასების ზრდა შეზღუდულია
შემდეგი სტატიაბეჟან გუნავა იმედოვნებს, რომ საგამოძიებო უწყება დაზარალებულის სტატუს მიანიჭებს