დიმიტრი ქუმსიშვილი: ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ხდება ევროპის კავშირი, რაც ძალიან მისასალმებელია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ხელისუფლების ერთ-ერთი დიდი მიღწევა ეკონომიკაში, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაა.

როგორც ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის სამწლიანი ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა, ევროპასთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება უდიდესი პოტენციალია ქვეყნისთვის.

“ერთ-ერთი დიდი მიღწევა, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას აქვს ეკონომიკაში, ეს არის ის თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება, რომელიც ევროპასთან გაფორმდა. ეს არის უდიდესი პოტენციალი, რომელმაც ჩვენ უნდა მოგვცეს შესაძლებობა, 500 მილიონიან ბაზარზე ჩვენი პროდუქცია და მომსახურება გავიტანოთ. დღეის მდგომარეობით, ჩვენ გვაქვს არაერთი ერთობლივი პროგრამა იმისათვის, რომ ჩვენი ექსპორტის სტიმულირება მოხდეს და შესაბამისად, ყოველდღიურად ექსპორტის მაჩვენებელი გაუმჯობესდეს. თვითონ ვაჭრობის სტრუქტურა იცვლება და ამ ვაჭრობის სტრუქტურაში ხდება ამ წუთში ჩანაცვლება. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ხდება ევროპის კავშირი, რაც ძალიან მისასალმებელია და ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით ზრდა. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი პროგრამაა და მომავალი წლების განმავლობაში უფრო მეტი შესაძლებობა გვექნება”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: ენერგეტიკის დარგში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის
შემდეგი სტატიაჯებ ბუში: პუტინის მიზანია აშშ-ს გამოწვევა