დიმიტრი ქუმსიშვილი და უილბურ როსი აშშ-ის დამატებითი სავაჭრო მისიების გამართვაზე შეთანხმდნენ

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და აშშ-ის კომერციის მდივანი უილბურ როსი საქართველოში აშშ-ის დამატებითი სავაჭრო მისიების (Trade Missions) გამართვაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აქამდე ჩატარებულმა მისიებმა მნიშვნელოვნად გაზარდა ამერიკული ბიზნესის ინტერესი საქართველოს მიმართ, შედეგად, ყოველწლიურად იზრდება სავაჭრო მისიებში ამერიკის კერძო სექტორის მონაწილეობა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-ში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევა პეკინზე
შემდეგი სტატიანინია კაკაბაძე სასამართლოს მიმართავს