დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთს ეწვია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია.
როგორც “თაიმერს” ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში ქუმსიშვილი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ჩინეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში და ხელს მოაწერს მემორანდუმს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზე მოლაპარაკების დაწყების შესახებ.
“ასევე დაგეგმილია შეხვედრები ჩინეთის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და აბრეშუმის გზის ფონდში. გარდა ამისა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი შეხვედრებს გამართავს ჩინეთის ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან”, – აცხადებენ უწყებაში.

banner
წინა სტატიაში„ბოტანიკურ ბაღში ვინმემ კაფეები და რესტორნები რომ გახსნას, ჩათვალეთ, ის აღარ იარსებებს“
შემდეგი სტატიაკვლევის მიხედვით, თბილისის მერიაში თანამშრომელთა ატესტაცია და ახალი კადრების აყვანა ხარვეზებით ჩატარდა