დიმიტრი ქუმსიშვილი: არანაირი მექანიზმი სასამართლოზე ზემოქმედებისა და ზეწოლის არ არსებობს

არანაირი მექანიზმი სასამართლოზე ზემოქმედებისა და ზეწოლის არ არსებობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პროცესის კომენტირებისას განუცხადა.

„ჩემი დამოკიდებულება ძალიან მარტივია – ბოლო სამი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი შემთხვევა მქონდა სამართლიანობის აღდგენის, წართმეული ქონების უკან დაბრუნების იმ კომპეტენციის ფარგლებში, რა კომპეტენციაც მე მქონდა, სადაც ეკონომიკის სამინისტროს მედიაციის გაწევა შეეძლო და ვწყვეტდით ამ საკითხებს. თუ საკითხი სცდება სახელწმიფო სტრუქტურებს და ორ კერძო სუბიექტს შორის დავა გადასული სასამართლოში, მე, როგორც ეკონომიკის მინისტრს, ნამდვილად არ შემიძლია, ამაზე დამატებითი კომენტარი გავაკეთო“,-აღნიშნა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, როდესაც სახელწმიფო იყო ერთ მხარეს და მეორე მხარეს – კერძო სუბიექტი, ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცადა სწორი დასკვნები გაეკეთებინა და სწორი გადაწყვეტილება მიეღო.

„ორ სუბიექტს შორის დავა საკუთრებაზე ეს არის დავა, რომელიც უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ“,-აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია სასამართლო დარბაზიდან გააძევეს
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი: მიმდინარე წლის აპრილში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 4,3% შეადგინა