რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები ამ ეტაპზე შეაჩერა, თუმცა რუსეთი ამერიკელების დატვირთულ გრაფიკს გაგებით ეკიდება.
„ეს გზა ამჟამად შეჩერებულია. გაგებით ვეკიდებით ჩვენი ამერიკელი კოლეგების დატვირთულობას“, – აღნიშნა პესკოვმა.
მისი თქმით, უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე მოლაპარაკებები ნებისმიერ შემთხვევაში რთული, ზედმიწევნითი და ნელი იქნება. „ნებისმიერ შემთხვევაში, საუბარი ძალიან რთულ, ზედმიწევნით და შრომატევად მოლაპარაკებებს შეეხება“, – აღნიშნა პესკოვმა.
მისი თქმით, უკრაინულ მხარესთან კონფლიქტის მოგვარების ყველა დეტალი მოლაპარაკებების პროცესის ფარგლებში უნდა განისაზღვროს.















