დიმიტრი პესკოვი საუბრობს იურიდიულ კაზუსზე ცხინვალის რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „ხელისუფლება“ თავად უნდა გაერკვეს იმ იურიდიულ კაზუსში, რომელიც ჩნდება რუსეთის შემადგენლობაში „რესპუბლიკის“ შესვლის შესახებ „რეფერენდუმის“ გამართვით, – როგორც სააგენტო „ინტერფაქსი“ წერს, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„გაერთიანების შესახებ საკითხის დაყენება – იქ ასე იყო ფორმულირებული. აქ რაღაც იურიდიული კაზუსია. ალბათ, საჭიროა ამ მიმართულებით გარკვევა. რუსეთს ხომ არ შეუძლია ვინმესთან გაერთიანება. ვინმესთან გაერთიანების შემთხვევაში, იქმნება სრულიად ახალი ენტიტეტი. ჩნდება იურიდიული კაზუსი“, – განაცხადა პესკოვმა.

„ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამ იურიდიულ კაზუსზე. დიდი ალბათობით, ჩვენმა კოლეგებმა თავად უნდა განსაზღვრონ და გაერკვნენ“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

banner
წინა სტატიაშივოლოდიმირ ზელენსკი და ვიქტორ ორბანი ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის განვითარებაზე შეთანხმდნენ
შემდეგი სტატიადიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დიასპორასთან ურთიერთობის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებზე იმსჯელეს