კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი უნგრელი ხალხის არჩევანს პატივს სცემს.
„უნგრეთის ახალ ხელისუფლებასთან ჩვენი პრაგმატული კონტაქტების გაგრძელებას ველით. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები დიალოგის სურვილის შესახებ. რა თქმა უნდა, ეს სასარგებლო იქნება როგორც მოსკოვისთვის, ისე ბუდაპეშტისთვის“, – აღნიშნა პესკოვმა.
ასევე, პესკოვის განცხადებით, „უნგრეთში ჩატარებული არჩევნები უკრაინაში კონფლიქტის მიმდინარეობაზე გავლენას არ მოახდენს“.
„არ მიმაჩნია, რომ ამას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის განვითარებასთან რაიმე კავშირი ჰქონდეს. ეს სხვადასხვა პროცესებია, ამიტომ რაიმე სახის კავშირს ვერ ვხედავ“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.
















