დიმიტრი პესკოვი – ფრიდრიხ მერცის განცხადება უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემის შესახებ ომის გაგრძელებას იწვევს

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადება უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემის შესახებ ომის გაგრძელებას იწვევს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კრემლის პრესსპიკერის თქმით, გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადება არის მცდელობა უკრაინელებს ომის გაგრძელება აიძულონ, რაც დაბრკოლებას უქმნის სამშვიდობო პროცესს.

„გერმანია საფრანგეთს ომის გახანგრძლივებაში პირველობისთვის ეჯიბრება. ბერლინი ამ საკითხთან დაკავშირებით უპასუხისმგებლო პოზიციას იკავებს. ვიმედოვნებთ, რომ პროვოკაციული ქმედებებისა და ყველა დაბრკოლების მიუხედავად, შესაძლებელი იქნება მოლაპარაკებების მეორე რაუნდის ჩატარება, მემორანდუმების პროექტების შემუშავება, რომლებზეც შეთანხმება მიღწეულია“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი ეტაპობრივად თამაშიდან გასვლას აპირებს და პროცესებს კობახიძეს აბარებს – შაიშმელაშვილი გომელაურის გადადგომაზე
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძის შეფასებით, ქართველი ოლიგარქი ყველა შესაძლო გზით სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას ანგრევს და ამით რუსულ დავალებას ასრულებს