დიმიტრი პესკოვი – კრემლი მზადაა, განიხილოს უსაფრთხოების თემა კომპლექსურად, თუმცა ნატო-ს უკრაინის ტერიტორიაზე გაფართოება მიუღებელია

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი აცხადებს, რომ კრემლი მზადაა, განიხილოს უსაფრთხოების თემა კომპლექსურად, თუმცა ნატო-ს უკრაინის ტერიტორიაზე გაფართოება მიუღებელია. ამის შესახებ დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან ისაუბრა, როდესაც ვაშინგტონში მიმდინარე ნატო-ს სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე კომენტარს აკეთებდა.

მისივე თქმით, რუსეთი თავიდანვე უსვამდა ხაზს, რომ ნატო-ს გაფართოება უკრაინის ტერიტორიაზე დაუშვებელია.

„უსაფრთხოების საერთო კონტექსტიდან ამოგლეჯილი ელემენტების განხილვას არ ვაპირებთ. ჩვენ გვსურს, განვიხილოთ კომპლექსურად სრული სიტუაცია, ყველა ასპექტი, რომლებიც დაკავშირებულია ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებასთან, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან, სხვა ქვეყნებისთვის უსაფრთხოების გარანტიებთან. ყველაფერი ეს ერთად უნდა განიხილებოდეს. ჩვენთვის ნატო-ს გაფართოება უკრაინის ტერიტორიაზე არის მიუღებელი, მუქარაა ჩვენი არსებობისთვის“, – განაცხადა პესკოვმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი: NATO-ს სამიტის განცხადებები, შეწყვეტილი დახმარება – სერიოზული საფრთხეა
შემდეგი სტატიასაფრანგეთის ელჩი – გადავწყვიტეთ, დროებით შევაჩეროთ ჩვენი პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში და დახმარება გავუძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას