დიმიტრი პესკოვი : კრემლი აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება

კრემლში ყურადღებით აკვირდებიან აფხაზთში მიმდინარე მოვლენებს და იმედოვნებენ, რომ მხარეები ყველა საკითხს კონსტიტუციური გზით გადაწყვეტენ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

“რა თქმა უნდა, ვითარება ჩვენი მხედველობის არეში რჩება. კრემლში ყურადღებით აკვირდებიან იმას, რაც იქ ხდება. ჩვენ ვისურვებდით, გვენახა აფხაზეთი სტაბილურ განვითარებულ სახელმწიფოდ და ვიმედოვნებთ, რომ ყველა საკითხი მხოლოდ დებატების შედეგად და კონსტიტუციური გზით გადაწყდება”, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანის თქმით, ვლადისლავ სურკოვი ვლადიმირ პუტინთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფება.

“რაც შეეხება სურკოვს – ის არის პრეზიდენტის თანაშემწე და იმყოფება მუდმივ კონტაქტზე პრეზიდენტთან იმ თემებთან დაკავშირებით, რომლებსაც ის კურირებს”, -აღნიშნა პესკოვმა.

banner
წინა სტატიაშინინოწმინდაში მკვლელობა მოხდა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე : ჯონ კერის ვიზიტი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოსთვის