20.6 C
Tbilisi
პარასკევი, ივნისი 12, 2026
banner

დიმიტრი პესკოვი – ევროპა ყველაფერს აკეთებს ომის გასაგრძელებლად

ევროპა ყველაფერს აკეთებს ომის გასაგრძელებლად, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„სამწუხაროდ, ერთი მხრივ, ეს კიევის რეჟიმია, მეორე მხრივ კი, ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ დაძაბულობის გასაძლიერებლად. ყველაფერს აკეთებენ ომის გასაგრძელებლად და ზელენკსის წასახალისებლად, რომ ეს გააკეთოს“, – განაცხადა პესკოვმა.

კრემლის პრესმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი აშშ-ისგან და პირადად პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან ელოდება, რომ უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მისაღწევად ძალისხმევას გამოიჩენენ.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი – ყველა, ვინც არჩევნებზე არ მივა, პირდაპირ გეუბნებით, რომ ეხმარება ბიძინა ივანიშვილს
შემდეგი სტატიაკანადამ პალესტინის სახელმწიფო აღიარა