დიმიტრი პესკოვი – აშშ-ის ხელმძღვანელობა აპირებს, უკრაინაში კონფლიქტის გასაგრძელებლად ყველაფერი გააკეთოს

შეერთებული შტატები, მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობით, აპირებს გააგრძელოს ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ უკრაინაში კონფლიქტი გაგრძელდეს, ევროპის ქვეყნები მის კვალს მიჰყვებიან,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების ახალ პაკეტზე კომენტირებისას განაცხადა.

„ვხედავთ, რომ ქვეყნები აგრძელებენ თავიანთი პოლიტიკური ნების გამოცხადებას და აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას. შეერთებული შტატები, მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობით, რომელსაც 10 დღე აქვს დარჩენილი, აპირებს გააგრძელოს ყველაფრის გაკეთება ომის გასაგრძელებლად. რა თქმა უნდა, ევროპის ქვეყნები ამ ზოგადი ხაზის გავლენას განიცდიან. ეს არის ის, რაც ეხება შეერთებული შტატების ამჟამინდელ ადმინისტრაციას და მის სატელიტებს, რომლებიც „რამშტაინში“ იმყოფებოდნენ“, – აღნიშნა პესკოვმა.

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე: თუ ამერიკა ამ ადამიანებს დაასანქცირებს, ეროვნული ბანკი სრულიად პარალიზებული იქნება და ნათია თურნავას გადადგომა მომენტალურად მოუწევს
შემდეგი სტატიაწალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქავაში ცეცხლი გაუჩნდა ეკალ-ბარდებს