
„ახლა ბურთი მხოლოდ მოსკოვის მოედანზეა. მხოლოდ იქ გადაწყდება, არსებობს თუ არა შანსი შემდეგი შაბათ-კვირიდან, ანუ მომავალი კვირის დასაწყისიდან, შესაძლებელი გახდეს უფრო ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტა უკრაინაში, ხოლო შემდეგ შეიქმნას სივრცე მოლაპარაკებებისთვის უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის შესახებ.
ეს მართლაც კიდევ ერთი ტესტია, ძალიან ზუსტი და ძალიან ჭეშმარიტი ტესტი რუსეთის პრეზიდენტის ნების სერიოზულობისა, მართლაც სურს, თუ არა მას, მიაღწიოს მშვიდობას უკრაინაში“, – თქვა გერმანიის კანცლერმა.
მერცის თქმით, ევროპა და აშშ ერთობლივად უჭერენ მხარს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებას. „ჩვენც მივიჩნევთ ამას მართებულად, გერმანიის მთავრობის თვალსაზრისით“, – განაცხადა მერცმა.

კრემლის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ როდესაც ზავის თემა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ წამოჭრა, მას მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა „დათქმით, რომ ზავის იდეის გარშემო არსებობს უზარმაზარი რაოდენობის ნიუანსები, რომლებზეც პასუხების პოვნის გარეშე, ამაზე საგნობრივად საუბარი ძალიან რთულია“
















