დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთი გამოიყენებს მთელ არსენალს, თუ 1991 წლის საზღვრებთან მის დაბრუნებას შეეცდებიან

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთი გამოიყენებს მთელ არსენალს, თუ მის 1991 წლის საზღვრებთან დაბრუნებას შეეცდებიან.

ამის შესახებ მედვედევმა საკუთარ ტელეგრამარხზე დაწერა. მისი თქმით, ნებისმიერი მცდელობა, რომ რუსეთი 1991 წლის საზღვრებში დააბრუნონ, გლობალურ ომს და ბერლინზე, ლონდონსა და ვაშინგტონზე დარტყმებს გამოიწვევს.

მისივე თქმით, „ბირთვულ სახელმწიფოებს არასდროს წაუგიათ ომი, რომელშიც საკუთარ მამულს იცავენ“.

„ასე რომ, დროა დააბრუნონ ყველაფერი, ვიდრე ძალიან გვიანი არ იქნება. ან ჩვენ თავად დავიბრუნებთ მტრისთვის მაქსიმალური დანაკარგებით ისე, როგორც ავდეევკა დავიბრუნეთ“, – წერს მედვედევი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელებმა რუსეთის მე-18 არმიის მეთაურის მოადგილე მოკლეს
შემდეგი სტატიარესპუბლიკელი სენატორი ჯეიმს დევიდ ვენსი – თუ პუტინი არის ეგზისტენციური საფრთხე ევროპისთვის, მე ვერ ვხედავ, რომ ევროპელები შესაბამისად მოქმედებენ