დიმიტრი ხუნდაძის მტკიცებით, ბიუჯეტში მაღალჩინოსნების ანაზღაურება არ არის გათვალისწინებული

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე, ბიუჯეტზე საუბრისას ადასტურებს, რომ შრომის ანაზღაურება იზრდება, მაგრამ, მისი თქმით, ეს ზრდა არ არის მაღალჩინოსნების ხელფასების ზრდასთან დაკავშირებული, როგორც ამაზე ოპოზიცია საუბრობს.

ამის შესახებ დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

„შრომის ანაზღაურება მომავალ წელს ეხება, მაგალითად, სამხედრო მოსამსახურეებს. მათ ეზრდებათ ანაზღაურა, კონტრაქტორებზეა აქ საუბარი. სამაშველო სამსახურის ხელფასები 41 მილიონი ლარით იზრდება; პოლიციელების ხელფასები; ასევე მოსამართლეთა ანაზღაურება და არსად არ არის მაღალჩინოსნების ხელფასების მატებაზე საუბარი,“ – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო ვალი ისტორიულ მაქსიმუმზე ავიდა
შემდეგი სტატიაპარიზში ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირში მყოფ პირთა სასამართლო პროცესი დაიწყო