დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, არც ერთი დაშავებული დეპუტატის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დეპუტატებმა ტვინის შერყევის გარდა სხვადასხვა სახის დაზიანებაც მიიღეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტებს ინფორმაცია პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ მიაწოდა.

მისი განმარტებით, დაშავებული დეპუტატების ჯანმრთელეობის მდგომარეობა სტაბილურია.

“ქუთაისი-ზესაფონის გზატკეცილზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა და ავტოავარიაში მოყვა სამი დეპუტატი. ესენია – ხუბულური, ფეიქრიშვილი და დარზიევი. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ხობულოვს, როგორც მე მაქვს ინფორამცია, აღენიშნება კეფის მიდამოში ჭრილობა და აქვს მსუბუქი ტვინის შერყევა. ფეიქრიშვილს აღენიშნება გულმკერდის დაჟეჟილობა და მას გადმოიყვანენ ქუთაისში, რომ დამატებითი გამოკვლევა ჩაუტარონ. დარზიევს კი აღენიშნება შერყევა და მასაც დამატებითი კვლევებისთვის გადმოიყვანენ ქუთაისში”, – განაცხადა ხუნდაძემ.
დეპუტატის განმარტებით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი მისთვის უცნობია.

უმრავლესობის 3 დეპუტატი ავარიაში ცოტა ხნის წინ მოყვნენ. ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანა გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა და იმ ავტომობილს დაეჯახა, რომლითაც დეპუტატები მგზავრობდნენ.

banner
წინა სტატიაშირუსეთში ხვანჭკარა, ტვიში, ახაშენი, წინანდალი, მუკუზანი და ქინძმარაული დარეგისტრირდა
შემდეგი სტატიაპროკურატურამ დაასრულა გამოძიება ე.წ. ,,კოკაინის საქმეზე“ ჩადენილ შესაძლო კორუფციულ ფაქტზე, რაც ჩატარებული გამოძიებით არ იქნა დადასტურებული