დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი რეალისტურია

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი რეალისტურია.

როგორც ჟურნალისტებს ხუნდაძემ განუცხადა, სურვილები შესაძლებლობებს ვერ გასცდება, მაგრამ არსებულ რეალობაში 2021 წლის ბიუჯეტი რეალისტურია.

მისი თქმით, პანდემიის ფონზე ყველაფრის დეტალურად გათვალისწინება შეუძლებელია, თუმცა ბიუჯეტი პანდემიის სწორად მართვასაც აზღვევს.

პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავს და კენჭს უყრის.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – გაივლის დრო და არავის ემახსოვრება ის, რასაც ახლა პოლიტიკურ კრიზისს ეძახით, ყველას ემახსოვრება, როგორ გაუმკლავდება ქვეყანა ეპიდემიას და ეკონომიკურ კრიზისს
შემდეგი სტატიათამარ გაბუნია – დაბეჯითებით თქმა, რომ პიკი გადავიარეთ და უკვე დაღმავალი ტენდენცია გვაქვს, ამაზე საუბარი ნაადრევია