დიმიტრი ხუნდაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დიმიტრი ხუნდაძემ გუშინ მცხეთის დამოუკიდებელ კანდიდატს ცეზარ ჩოჩელს ღია სატელევიზიო დებატები შესთავაზა, რაზეც ჩოჩელი დასთანხმდა, თუმცა, დღეს მის განცხადებაში ხუნდაძის აზრით შეურაცხმყოფელი ბრალდებები გაჟღერდა. დიმიტრი ხუნდაძე ამასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

„დღეს ჩოჩელმა თავად აღიარა რომ ხალხს ატყუებდა, თითქოს ის ოცნების ფარული კანდიდატი იყო. ეს უკვე დიდი მიღწევაა. რაც შეეხება მის მიერ ჩემს მიმართ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ ბრალდებებს, ეს მისსისუსტეზე მიუთითებს. ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ჩემი სტილი არ არის დაბინძურებული ლექსიკა, მე ყოველთვის ფაქტებით და არგუმენტებით ვსაუბრობ. ვფიქრობ, ჩვენი დებატებინამდვილად საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის. ამასთანავე, დღეს პირველად ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას. თხოვნით მივმართავ ჩემი პარტიის ხელმძღვანელობას, არ შემიყვანონ პარტიულპროპორციულ სიაში. მე პარლამენტში შევალ მხოლოდ და მხოლოდ ისევ მცხეთელების და რაიონის მოსახლეობის მხარდაჭერით. 4 წლის განმავლობაში ღირსეულად ვემსახურებოდი ჩემს ქვეყანასროგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და დემოგრაფიული პროექტის ხელმძღვანელი. ასევე, ჩემს გუნდთან ერთად ბევრი რამ გავაკეთე ქალაქ მცხეთასა და მცხეთის რაიონში. სწორედ ამიტომ ვარ დარწმუნებული გამარჯვებაში“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) “მაიმუნი ვირიშვილი ეს”- ნარმანია შეხვედრაზე მისულ გარემოს დამცველს მიმართავს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილმა ვოლოდიმირ გროისმანს უკრაინის დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავი მიულოცა