დიმიტრი ხუნდაძე, შალვა კერესელიძეს: „თუ ლაპარაკი იცი, მადლობა უთხარი იმ ადამიანებს, ვინც დეპუტატის მანდატი მოგანიჭა“

პლენარულ სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ყოფილ თანაპარტიელს, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრს, შალვა კერესელიძეს მიმართა და მის მიერ მცხეთის მაცხოვრებლებზე გაკეთებული განცხადება შეურაცხყოფად შეაფასა.

„ლაპარაკი გისწავლია, მაგრამ თუ ლაპარაკი იცოდი იმ გუნდისთვის, ვინც მანდატი მოგანიჭა და ძალიან ბევრი ენერგია დახარჯა შენზე, მადლობა მაინც გეთქვა. მცხეთელებს, რომლებსაც ბრალს სდებ, რომ თითქოს ისინი ვიღაცის დაძახილზე გამოვიდნენ, ეს არის შეურაცხყოფა. ტრადიციებს უნდა შეხედო ღირსებით და არა იმ სავარძლიდან, რომელშიც აღმოჩნდები ორი თვის სხვაობით. შენ არა ხარ ის კაცი, რომელთანაც შეიძლება ომში წასვლა. ვფიქრობ, რომ პარლამენტშიც ადამიანები უნდა ირჩეოდნენ არა კლასელობით, არა კურსელობით არამედ ღირსებით, „ბექგრაუნდით“, შესაძლებლობებით და ცნობადობით, რომელიც იყო მკვდარი და „ქართული ოცნების“ გუნდმა შეძლო და მანდატი მოგანიჭა. ამიტომ თუ ლაპარაკი იცი, პირველი დაიწყე იმით, რომ მადლობა უთხრა იმ ადამიანებს, ვინც აქ ხმის ამოღების მანდატი მოგცა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე – ოპოზიციას : პარლამენტის წინ რომ კარვები რჩება – რატომ აწამებთ ადამიანებს 38 გრადუს სიცხეში, მას შემდეგ, რაც პარლამენტში შემოხვედით?
შემდეგი სტატია2 თვე ტყვეობაში იყვნენ, გაუცხოებულები იმიტომ არიან: მეუფე იაკობი პანსიონში ვითარებაზე