დიმიტრი ხუნდაძე-საქართველო და ქართველი ხალხი კარგად იცნობს საკუთარ პოლიტიკოსებს და არჩევნებზე როგორც წესი, შეცდომებს არ უშვებს

„საქართველო და ქართველი ხალხი კარგად იცნობს საკუთარ პოლიტიკოსებს და ყურადღებით აკვირდება მათ საქმიანობასაც და მათ პოლიტიკურ მეგობრებსაც. არჩევნებზე კი, როგორც წესი, შეცდომებს არ უშვებს“,-ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე კონგრესმენ მარკუეინ მალინის პოზიციას, რომელიც მან „ტვიტერზე“ დაწერა.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საგარეო კურსთან დაკავშირებით ქართლ საზოგადოებას გადაწყვეტილება დიდი ხანია მიღებული აქვს და ეს გადაწყვეტილება გადახედვას არ ექვემდებარება.

„ჩვენმა საზოგადოებამ, საგარეო კურსთან დაკავშირებით, დიდი ხანია გადაწყვეტილება მიიღო და ეს საკითხი გადახედვას არ ექვემდებარება. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენი უცხოელი პარტნიორები ძალ-ღონეს არ იშურებენ და ამ მცდელობას დიდად ვაფასებთ. რაც შეეხება მარკუეინ მალინის და მისი ზოგიერთი მეგობარი კონგრესმენის პუტინის მოკავშირეებთან ბრძოლას, მეც ვუერთდები, მხოლოდ ერთი პირობით-მათ ისინი სწორად უნდა ამოიცნონ“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესს სესხს გაუმჯობესებული პირობებით სთავაზობს
შემდეგი სტატია“სააკაშვილ-ადეიშვილის საუბრის ჩანაწერი ავთენტური არ არის”