დიმიტრი ხუნდაძე: საპარლამენტო რესპუბლიკაში ბერკეტი პარლამენტს უნდა ჰქონდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში ბერკეტი პარლამენტს უნდა ჰქონდეს. ხუნდაძე ოპონენტების მხრიდან გაჟღერებულ რეპლიკებს გამოეხმაურა.

“ჩვენი მხრიდან არ ყოფილა 9-წლიანი მმართველობის გახსენების თემა წამოწეული, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გაჟღერდა ჩვენ მიერ ქვეყნის 4-წლიანი მართვის პერიოდის ირგვლივ კრიტიკა. მათი ბრალდებები მედიის თავისუფლებაზე, მართლმსაჯულებაზე ცოტა უცნაურია. სამწუხაროდ, ოპონენტები „ნაციონალური მოძრაობიდან“ ისევ ძველ რეჟიმში არიან“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხეს უსაფუძვლოს უწოდებს და მიაჩნია, რომ უმრავლესობა საფრთხე მხოლოდ მოძალადე ხელისუფლების ხელშია.

დიმიტრი ხუნდაძემ პრეზიდენტის არჩევის საკითხზეც ისაუბრა. იგი აცხადებს, რომ მსგავს თემას პარლამენტი არ განიხილავს და საკითხის ზედმეტი გადაჭარბებით წამოწევა მოხდა.

“დასაფიქრებელია საკითხი მხოლოდ მომავალში, ის, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში ბერკეტი პარლამენტს უნდა ჰქონდეს, აქ უცნაური არაფერია, თუმცა თემის წამოწევა ზედმეტად გადაჭარბებით მოხდა. პრეზიდენტი იმ უფლებებით დაასრულებს თავისი მმართველობის ვადას, რაც დღემდე ჰქონდა” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

banner
წინა სტატიაშიუამინდობის გამო, სამეგრელოსა და იმერეთის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება
შემდეგი სტატიასაგარეო უწყება იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს