დიმიტრი ხუნდაძე: პანიკის საფუძველი არაა, მაგრამ არ უნდა უნდა დაგვავიწყდეს, ხიფათი ახლოს დაგვსდევს

news
ავტ.: news მარტი 30, 2020 12:07

დიმიტრი ხუნდაძე: პანიკის საფუძველი არაა, მაგრამ არ უნდა უნდა დაგვავიწყდეს, ხიფათი ახლოს დაგვსდევს

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა მისი თქმით ხიფათი ახლოსაა .

დიმიტრი ხუნდაძე საზოგადოებას დისტანციისა და რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

“ვფიქრობ, მაჩვენებლები მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ მივდივართ სტაბილურად და პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხიფათი ძალიან ახლოს დაგვდევს. ამიტომ მთავარი რეკომენდაცია, რომ დავიცვათ დისტანცია ერთმანეთისგან”, — თქვა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისი 98დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 18 გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმშია 4 876 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 264.

news
ავტ.: news მარტი 30, 2020 12:07