16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

დიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიციის ნაწილს ომი სურს და ამიტომ ხაზავენ სხვადასხვა “სამიზნეებს”

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის  განცხადებით,  ოპოზიციის ნაწილი ცდილობს სხვადასხვა ბრალდებების გავრცელებას, რათა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს ზიანი მიაყენოს.

„ეს არის მუდმივად უბედურების მაძიებელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება – ამ უბედურებაზე საკუთარი პოლიტიკური სარგებელი ნახონ.

ამისთვის მზად არიან ქვეყანა ომისთვისაც კი გაწირონ. გიორგი კანდელაკი იმ გუნდის წარმომადგენელია, რომელიც ღიად აჟღერებდა, რომ ომი სურდა. დიახ, მათ ომი სურთ და სწორედ ამიტომ ხაზავენ სხვადასხვა „სამიზნეებს“ – თითქოს საქართველოში ტერორისტული სკოლები ფუნქციონირებს, თითქოს ბაქო-ჯეიჰანის მილსადენი სარგებლიანი იქნება თუ დაიბომბება და თითქოს ქვეყანაში ირანიზაციის პროცესი მიმდინარეობს.

როდესაც რუსეთუმეობის თემამ ქვეყანაში ვერ იმუშავა, ახლა ირანიზაციაზე გადაერთვნენ. ამის არავითარი მტკიცებულება არ არსებობს და ეს არის პირდაპირი მტრობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ჯინჭარაძე: დარწმუნებული ვარ, იდეა, რომლის გამოც თავი გაწირა ჟიული შარტავამ, იქნება აღსრულებული, აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში
შემდეგი სტატია“აეროპორტის მოფრენის დარბაზში უცხო ქვეყნის მოქალაქეს 809 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება ამოუღეს”- პროკურატურა