დიმიტრი ხუნდაძე – ოპონენტებს არჩევნების გადადება სურთ, მაგრამ ეს არ მოხდება, მათი პანიკა ლოგიკურია

ოპონენტებს ეშინიათ არჩევნების და პოზიტიური კოვიდშედეგის, სწორედ ამიტომ, სრულიად ლოგიკურად პანიკობენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საპარლამენტო არჩევნები უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს.

„ჩვენი მიზანია, დავიცვათ თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა, იმ ფონზე, როცა ეპიდემიოლოგთა უმრავლესობა ვარაუდობს, რომ იქნება შესაძლო მეორე ტალღა. მისი არსებობის შემთხვევაში, ვირუსი იქნება მეტი ზიანის მომცემი. რა თქმა უნდა, ამისათვის საჭიროა მეტი მზაობა და ჩვენც სწორედ ამისთვის ვემზადებით. ეკონომიკაშიც საჭიროა პრევენციული ღონისძიებები, რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდეთ სასტარტო მდგომარეობას და არ მივიღოთ შეუქცევადი პროცესები. რა თქმა უნდა, მისახედია დღევანდელი პოლიტიკური რეალობა, არჩევნები გვაქვს ჩასატარებელი. როგორც ხედავთ, ოპონენტებს ეშინიათ არჩევნების, ეშინიათ ამ პოზიტიური კოვიდშედეგის, სწორედ ამიტომ, სრულიად ლოგიკურად პანიკობენ. როგორც ჩანს, სურთ არჩევნების გადადება, მაგრამ არ მოხდება, რადგან ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა და ეკონომიკური პროცესები არ გავხადოთ შეუქცევადი, პოლიტიკური პროცესიც იყოს ჯანსაღი და არა ისეთი აცდენილი, რასაც დღეს ვისმენთ და ვხედავთ. ერთი თვე დარჩა და საზოგადოებასაც ვთხოვ, ავიტანოთ რამენაირად ჩვენი ოპონენტების ასეთი უმსგავსო საქციელი. მაგრამ, ჩვენი პასუხისმგებლობაა და თქვენიც, საზოგადოების თითოეული წევრის, რომ ასეთი გამოხტომები, ასეთი აცდენილი განცხადებები, აცდენილი მსჯელობა და უზრდელობა პარლამენტში უნდა დაასრულოთ თქვენ. ისინი პარლამნეტში არიან, მინისტრს საქმეზე კი არ ესაუბრებიან, არამედ შეურაცხყოფას აყენებენ, მათთვის არ არის ზღვარი არც მინისტრი, არც ქალი, არც ბავშვი, არც დიდი, არც პატარა. მათთვის სტანდარტი არის ერთი – უზრდელობა, რაშიც ხედავენ საკუთარ პოლიტიკურ მომავალს. ეს მომავალი არ იქნება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

banner
წინა სტატიაშითიბისიმ, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობის ფარგლებში, ანიმაციური ვიდეორგოლი – „საქართველო – მუზეუმი“ შექმნა
შემდეგი სტატიატექნიკური უნივერსიტეტის ოთხ თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა