10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

დიმიტრი ხუნდაძე “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშზე: ეს მეტყველებს იმაზე, რომ დოკუმენტი იყო წინასწარ დაწერილი

„სამწუხაროა, რომ პოლონეთის მთავრობა ბოლო პერიოდში არის ერთ-ერთი აქტიური დასავლურ ბიუროკრატიაში და ჩვენ გვახსოვს მისი მხრიდან არაერთი არამეგობრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა პოლონელი ექსპერტის დასკვნის საფუძველზე მომზადებულ ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე გააკეთა კომენტარი.

„ამ რეკომენდაციების პოლიტიკურ შემადგენელზე მეტყველებს ის, რომ ქალბატონი პატრიცია გჟებიკი, რომელიც არის მთავარი ავტორი ამ რეკომენდაციების მსგავსი შინაარსით ფორმულირების, არის არა დამოუკიდებელი ექსპერტი, არამედ პოლონეთს მთავრობასთან ასოცირებული, უშუალოდ საგარეო მიმართულებებით მომუშავე პირი. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ დოკუმენტი იყო წინასწარ დაწერილი და არა იმაზე, რომ ექსპერტმა საქართველოში ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში ყოფნისას შეძლო 200-გვერდიანი რეკომენდაციების შემოთავაზება.

სამწუხაროა, რომ პოლონეთის მთავრობა ბოლო პერიოდში არის ერთ-ერთი აქტიური დასავლურ ბიუროკრატიაში და მან არაერთხელ გამოავლინა არამეგობრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. მაგალითად, ისინი აქტიურად ლობირებდნენ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ძალადობრივი რეჟიმი შექმნა. ეს რეჟიმი საზოგადოებამ ჩამოიცილა. მაგრამ სააკაშვილი პოლონეთის ხელისუფლებას, რატომღაც, ძალიან უყვარს.

ამ ქრონოლოგიის ერთ-ერთი შემადგენელი იყო ისიც, როდესაც პოლონელი ექსპერტი „ვივამედიდან“ წინდებით ეზიდებოდა ბიოლოგიურ მასალას, რათა დაემტკიცებინა ის, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო წამების მსხვერპლი, რაც რეალურად არ არსებობდა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გაბუნია: საქართველოში ვენის კონვენციას დღეს თუ ვინმე არღვევს, არიან გერმანიისა და ევროკავშირის ელჩები
შემდეგი სტატია“საფრთხის დონე საშუალო”- საქართველოში ამინდი უარესდება