საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ საპროტესტო აქციების დროს ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირის შეწყალებას ეხმიანება და ოპოზიციის განცხადებებს აფასებს.
„ოპოზიციის მიზანი, რომ გადატრიალება მოეხდინათ და რიგით მეოთხე, თუ მეხუთე რევოლუცია მოეწყოთ, თავის დროზე ვერ იქნა მიღწეული. თუმცა საკუთარი გუნდიდან ეს მსხვერპლიც გაიღეს, რაც ისევ მათსავე ინტერესებსა და სარგებელზე იყო მორგებული. სიმართლეს ვერაფერი შეაჩერებს, მას მუდამ თავისი გაკვალული გზა აქვს. იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს. პრეზიდენტმაც ეს აღიარება მიიღო ზუსტად ისე, როგორც უნდა მიეღო და ისინი შეიწყალა. შესაბამისად, ეს ადამიანები ახლა, საბედნიეროდ, თავისუფლები არიან“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.














