დიმიტრი ხუნდაძე: ჰოსპიტალური სექტორი იმ პასუხისმგებლობით უნდა იყოს მზად,როცა შესაძლოა ჩვენ და ჩვენ ახლობლებს დასჭირდეთ ნებისმიერ კლინიკაში დაავადებასთან შებრძოლება

უკვე მე-5დღეა, რაც პრემიერის დავალებით,რეგიონებში მიმდინარეობს ჰოსპიტალური სექტორის მონიტორინგი.

უკვე შემოწმდა ფოთი, ქუთაისი, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონები.

მოწმდება ინფრასტრუქტურა, აღჭურვა,ხელოვნური სუნთქვის აპარატები,ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მარაგები, ფასდება მედპერსონალსათვის ჩატარებული ტრენინგების ხარისხი.

კლინიკების უმრავლესობა მზადყოფნაშია.გაცემულია ადგილზე რეკომენდაციები, იდენტიფიც ირებულია ხარვეზები და მიცემულია დრო მის გამოსასწორებლად.

ის კლინიკები, რომლებიც ვერ შეძლებენ სათანადო მომზადებას,გაეთიშებიან ამ პროცესში მონაწილეობას.

რეგიონებში შემოწმება გაგრძელდება ბოლო კლინიკამდე. შესაბამისი დასკვნები კი წარედგინება საკოორდინაციო საბჭოს.​

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 48-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიალევან რატიანი : პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია