დიმიტრი ხუნდაძე: „ ღირსების არჩვენები 2012 წელს უკვე იყო და საზოგადოებამ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ძალიან მკაცრი განაჩენი გამოიტანა

დიმიტრი ხუნდაძე პლენალურ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ანა წითლიძეს განცხადებას გამოეხმაურა – „თურმე მისი ისტორია 20 ივნისიდან იწყება, ეს გავს იმას რომ საქართველოს ისტორია 2003 წლიდან იწყებოდა, მათ დაივიწყეს 26 მაისი, 7 ივნისი და „იმედში“ შევარდნა. რა თქმა უნდა 20 ივნისს ჰქონდა პოლიტიკური შეცდომები, როცა რუსი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა, მაგრამ ამ პროცესის მართვა, რომ აგრესიით დაიწყო ეს კიდევ უფრო დიდი დანაშაული იყო. ქალბატონი ანა ამბობს, რომ 2021 წლის არჩევნები იქნება ეროვნული ღირსების არჩევნები, ასეთი ღირსების არჩვენები 2012 წელს უკვე იყო და საზოგადოებამ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ძალიან მკაცრი განაჩენი გამოიტანა“.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ზარქუა: „პენსიონერთა საპროცენტო განაკვეთის შემცირების საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია“
შემდეგი სტატიაანა დოლიძე „ლიბერთი ბანკის“ მიერ დაზარალებული პენსიონერებისთვის საკომპენსაციო სახელმწიფო ფონდის შექმნის ინიციატივას აყენებს