10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

დიმიტრი ხუნდაძე: ბაჩო ახალაიამ რამდენჯერაც სხვას მოუმზადა ორმო, იმდენჯერ თავად ჩავარდა, ასე იქნება ახლაც

ბაჩო ახალაიასთვის ბრალის დამძიმებას  საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე გამოეხმაურა.

„ეს ქმედება ახალი არ არის. პირველად არ ვხედავთ მის მსგავს დესტრუქციულ საქმიანობასა და მოწოდებებს რევოლუციისა და დამხობისაკენ, თუმცა, რამდენჯერაც სხვას მოუმზადა ორმო, იმდენჯერ თავად ჩავარდა. ასე იქნება ახლაც. რამდენჯერაც ვინმე განიზრახავს ხელისუფლების დამხობას, კანონი მყისიერად იმოქმედებს და ის ყოველთვის აღმოჩნდება სამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაშე,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

banner
წინა სტატიაშიკოალიცია “ცვლილებისთვის” წევრის ავტომობილი გატეხეს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: წყალტუბოს მერი მცხეთის ყოფილ მეტყევეს, მეფარიძეს მაგონებს