დიმიტრი გაბუნია პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

გენერალურ პროკურატურაში შეწყალების საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას გამოკითხვა მიმდინარეობს.

როგორც დიმიტრი გაბუნიამ საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე განაცხადა, ის მზად არის გამოძიების ყველა კითხვას უპასუხოს.

​დიმიტრი გაბუნიას თქმით, გამოძიება გაარკვევს, თუ ვინ არის პასუხისმგებელი შეწყალებებზე, თუმცა აღნიშნა, რომ თავად მას შეწყალებულთა სიაზე არ აქვს ინფორმაცია.

​დიმიტრი გაბუნიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტს დაიბარებენ გამოკითხვაზე, პროკურატურაში გამოცხადდება.

მარიამობის დღესასწაულზე განხორციელებულ შეწყალებაზე გენერალურ პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი შეიწყალა – თარაშ მუკბანიანის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. 20 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

banner
წინა სტატიაშიანჟეი დუდა : პოლონეთი საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას გააგრძელებს
შემდეგი სტატიასააკაშვილს ვერავინ შეუზღუდავს უფლებას, ჰქონდეს თავის აზრი და ეს აზრი გამოთქვას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე – ვაშაძე