დიმიტრი გაბუნია, ანგი ხუციშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელი გენერალურ პროკურატურაში იმყოფებიან

ე.წ შეწყალების საქმეზე დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, ​პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი და ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელი.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე : მზად ვარ დებატებში ბიძინა ივანიშვილს ციფრებით ვუთხრა, თუ სად მიიყვანა ქვეყანა თავისი უუნარო მენეჯმენტით
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე : მაია ცქიტიშვილი შეიძლება, კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა