დიმიტრი ცქიტიშვილი : თეა წულუკიანის შეცვლის აუცილებლობას ვერ ვხედავ

ვფიქრობ, რომ პროცესს თეა წულუკიანი საკმაოდ ეფექტურად მართავს, ამიტომ ჯერ მისი შეცვლის აუცილებლობას ვერ ვხედავ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

როგორც დიმიტრი ცქიტიშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე მინისტრთა კაბინეტის რა შემადგენლობას დაასახელებს.

“მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას ძალიან მალე გავიგებთ. მუდმივად ყველა კმაყოფილი არ იქნება. შესაბამისად არსებობენ და მუდმივად იარსებებენ ადამიანები, რომლიც იუსტიციის მინისტრის მუშაობით უკმაყოფილო იქნება. თუმცა აქვე არსებობენ ადამიანები და საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც მისი მუშაობით კმაყოფილია. ამიტომაც საკითხს ასე ცალსახად ვერ დავაყენებდი. კითხვები მუდმივად არის, ჩვენ პარლამენტი, საზედამხედველო ორგანო ვართ. ვფიქრობ, რომ პროცესს თეა წულუკიანი საკმაოდ ეფექტურად მართავს, ამიტომ ჯერ მისი შეცვლის აუცილებლობას ვერ ვხედავ”,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიანა ნაცვლიშვილი : თეა წულუკიანის მიმართ არსებობს ძალიან ბევრი დასაბუთებული პრეტენზია
შემდეგი სტატიათვალთვალი სარალიძისა და მაჩალიკაშვილის ოჯახზე – რას აცხადებს სუს-ი