დიმიტრი ცქიტიშვილი – ლევან ვასაძე ან სხვა პირი თუ ძალადობრივ ქმედებას ჩაიდენს, მან პასუხი კანონის წინაშე უნდა აგოს და აგებს კიდეც

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ თუ ლევან ვასაძე ან სხვა პირი ძალადობრივ ქმედებას ჩაიდენს, მან პასუხი კანონის წინაშე უნდა აგოს და აგებს კიდეც.

ჟურნალისტებთან საუბარში ცქიტიშვილი აღნიშნავს, რომ ძალადობრივ ქმედებებს სახელმწიფო კანონის შესაბამისად პასუხობს.

„კანონით ნებისმიერი ადამიანის გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს და ამის გარანტიებს სახელმწიფო იძლევა. სახელმწიფო მაქსიმალურს გააკეთებს, რომ გამოხატვის თავისუფლება დაცული იყოს. ამას შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი შესაძლებლობებით აუცილებლად განახორციელებს“, – დასძინა ცქიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჩადენილია უდიდესი დანაშაული – ნათელაშვილი მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას უერთდება
შემდეგი სტატიაბექა დავითულიანი – ქაოტური განაშენიანება და ქალაქის იერსახის დამახინჯება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება