დიმიტრი ცქიტიშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლას წლის ბოლომდე შეძლებენ

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის მიმართვა ძალიან მნიშვნელოვანია.

“ეს არის ევროსტრუქტურებისადმი კიდევ ერთი მკაფიო მესიჯი, რომ საქართველომ მთლიანად შეასრულა მასზე ნაკისრი ვალდებულებები და საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიიღონ ევროპაში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მიმართვის ავტორია LIBE-ეს კომიტეტი, რომელიც ერთ-ერთი წამყვანია ამ თემის მიმართულებით. ევროკავშირის საბჭოსადმი მიმართვას კი ხელს აწერს, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, ისე საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი მარია გაბრიელი”, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ცქიტიშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება და საქართველოს მოქალაქეები წლის ბოლომდე მოახერხებენ ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლას.

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოს, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შემდგომი გადავადების გარეშე დაიწყოს.

ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტის (LIBE) წევრებმა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას, სლოვაკეთს გაუგზავნეს.

კომიტეტის წევრები მოუწოდებენ ევროკავშირის საბჭოს, ვიზალიბერალიზაციის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე, ნოემბრის დასაწყისში დაიწყონ.

banner
წინა სტატიაშისარფის საბაჟოზე მიმოსვლა შეფერხებულია
შემდეგი სტატია„ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობენ, “პატრიოტთა ალიანსს” 3-4 მანდატი წაართვან”