პოლიტიკოსი დიმიტრი ცქიტიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს გზავნილს ეხმიანება და ამბობს, რომ შეერთებული შტატები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებს “ქართულ ოცნებასთან” ურთიერთობას, თუ იქნება ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული.
მისი განმარტებით, ქართულმა საზოგადოებამ ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდი უნდა აკონტროლოს, რათა “არ მივცეთ საშუალება, რომ კიდევ გადააგდონ ამერიკელები”.
დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, ასევე არ უნდა მიეცეს “ოცნებას” შესაძლებლობა, რომ თუ კიდევ რამე არ გამოუვათ დასავლეთთან ურთიერთობის დროს, ქართველ ხალხს დააბრალონ.
,,ფაქტია, რომ ამერიკა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებს მათთან ურთიერთობას, თუ იქნება ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული “ქართული ოცნების” მხრიდან, ჩვენ უნდა ვაიძულოთ, რომ მათ არ მისცენ საშუალება, არ მივცეთ საშუალება “ქართულ ოცნებას”, რომ გადააგდონ კიდევ ამერიკელები და ჩვენ დაგვაბრალოს ეს გადაგდება.
მე არ ვიცი როგორ დაიწყებს ივანიშვილი, მაგრამ ჩვენ ჩასაფრებული უნდა ვიყოთ, რომ მისი ყველა ნაბიჯი უნდა იყოს, რაღაც გარკვეული ორაზროვნება იქნება, რომლის მეშვეობითაც ის ეცდება, რომ რაღაცა რომ არ გამოუვიდეს ბრალეულობა სხვაზე გადაიტანოს, რომ პატიმრები თუ არ გამოვლენ ციხიდან, ბრალეულობა პატიმრებზე გადაიტანოს, მე კარები გავუღე, ან პოლიტიკურ პროცესში შემოყვანა მინდა ოპოზიციის და ოპოზიციამ მაგალითად უარი თქვას ყველაფერზე. ანუ ჩენ არ მივცეთ საშუალება, რომ მათ ჩენ დაგვაბრალონ,” – განაცხადა ტვ პირველთან დიმიტრი ცქიტიშვილმა.
















