დიმიტრი ცქიტიშვილი : ალბათ, ჩამოვყალიბდებით, ავლაბრის სასახლეს რა ბედი ეწევა

ალბათ, ჩამოვყალიბდებით, ავლაბრის სასახლეს რა ბედი ეწევა, – საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ამის ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, როდესაც ახალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის სასახლეში შევა სამუშაოდ, რა ბედი ეწევა პრეზიდენტის ამჟამინდელ სასახლეს.

„არ ვიცი, მართალი გითხრათ რა ბედი ეწევა ავლაბრის სასახლეს, რადგან ძალიან რთულია, მოუძებნო განსხვავებული ფუნქცია ამ შენობას. თუმცა, ალბათ, რაღაც დატვირთვა ექნება. ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი საპრეზიდენტო ინსტიტუტი თავისი შეზღუდული უფლებამოსილებით არ საჭიროებს ამხელა შენობას. ამ შემთხვევაში, უზარმაზარი ხარჯებია, რომელიც შეიძლება დღევანდელი ბიუჯეტით ვეღარც კი დაფაროს პრეზიდენტის ინსტიტუტმა. ამიტომაც, უფრო მოკრძალებული შენობა, მასშტაბებით მოკრძალებული და არა თავისი შინაარსით იქნება უფრი მისაღები. ალბათ, ჩამოვყალიბდებით, ავლაბრის სასახლეს რა ბედი ეწევა“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ ავლაბრის სასახლეში შესვლას არ აპირებს და პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელის ქუჩაზე იქნება.

banner
წინა სტატიაშირა სვლები აქვს „ოცნებას“ დარჩენილი?! – ხათუნა ლაგაზიძე
შემდეგი სტატიამასშტაბური აქცია რუსთაველის გამზირზე – გაერთიანებული ოპოზიციის გეგმებს “ქართულ ოცნებაში” კრიტიკულად აფასებენ