დიმა ჯაიანი რუსთაველის თეატრიდან ტაშით გამოასვენეს

რუსთაველის თეატრიდან მსახიობი დიმა ჯაიანი ტაშით გამოასვენეს.

თეატრში სამოქალაქო პანაშვიდი 12:00 საათიდან მიმდინარეობდა. მსახიობის გარდაცვალებას პატივი მიაგეს და ოჯახს მიუსამძიმრეს პრემიერ-მინისტრმა, თბილისის მერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა.

გამოსვენებისას მსახიობის ოჯახსა და კოლეგებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და დიმა ჯაიანის სამსახიობო მოღვაწეობაზე ისაუბრა.

“ამ ქვეყანამ ერთ-ერთი გამორჩეული მოქალაქე დაკარგა. კიდევ ერთხელ ვეტყვი ჩემ გულწრფელ სამძიმარს მის ახლობლებს”, – განაცხადა მინისტრმა.

მსახიობს 15:00 საათზე, საბურთალოს ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ.

banner
წინა სტატიაში“როგორც ვირთხები, ისე არიან სახელმწიფო ბიუჯეტზე მიმდგრები და სისხლს წოვენ”
შემდეგი სტატია„მე არ ვიცი, რის საფუძველზე ამბობს „უცნობი“ ჩვენთვის უცნობ ფაქტებს” – გიორგი ვოლსკი