„ეს სასამართლო პროცესი უბრალოდ არის რუსული რეჟიმის საამებლად დადგმული ცირკი.“- გაანცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, დიმა ჩიქოვანმა.
დღეს ქ. გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანის – დიმა ჩიქოვანისა და პარტიის წევრების სასამართლო პროცესი გაიმართება.
„ეს სასამართლო არის ფარსი, ეს პროცესი არაფრის მომტანი არ არის და უბრალოდ ჩვენი დროის ხარჯვაა, როგორც აღვნიშნეთ ეს არის უბრალოდ რუსული რეჟიმის საამებლად დადგმული ცირკი. არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, სასამართლო დღეს ყველამ ვიცით,რომ არის სანქცირებული და შესაბამისად ჩვენ უბრალოდ მივყვებით პროცესებს.“ – განაცხადა დიმა ჩიქოვანმა