წუხელ, გვიან ღამით, თბილისში, დიღომში კორპუსების მშენებლობაზე, 25 წლის მუშა გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს დენმა დაარტყა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
შს სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
















