დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პირი 35% დამწვრობით შოკურ მდგომარეობაშია

დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად ბოლო მონაცემებით, 4 ადამიანი დაშავდა. ოთხივე მათგანი სხვადასხვა საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები.

ერთის მდგომარეობა, რომელიც ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, მძიმეა. დაშავებული 21 წლის ბიჭია, რომელსაც, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სხეულის 35%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული. ის რეანიმაციულ განყოფილებაში, შოკურ მდგომარეობაშია მოთავსებული.

აფეთქების შედეგად დაშავებულთაგან ერთ-ერთი მათგანი 7 თვის ბავშვია. ის იაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული და ამ წუთებში პირველადი გამოკვლევები უტარდება.

7 თვის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მისმა მკურნალმა ექიმმა პირველი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ საავადმყოფოში შეყვანის დროს, ბავშვი კონტაქტური იყო და მისი ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია.

„სუნთქვის უკმარისობის ნიშნები ნამდვილად არ არის, დინამიკაში მიმდინარეობს მონიტორინგი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია ამ ეტაპზე, მეთვალყურეობის ქვეშ არის და მიმდინარეობს კვლევები. დამწვრობა არ აღენიშნება,“ – განაცხადა ექიმმა.

banner
წინა სტატიაშიეროვნული ბანკი ახალი საბანკო რეგულაციების გადახედვას არ აპირებს
შემდეგი სტატიაიყო ძლიერი გაზის სუნი, დავრეკე 114 -ში, არავინ მოსულა – დიღომში მომხდარი აფეთქების დეტალებს ადგილობრივები ყვებიან