დიღმის ტყე-პარკში სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

დიღმის ტყე-პარკში სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. პოლიციის თანამშრომლები სავარაუდოდ დიღმის მასივში მომხდარი მკვლელობის შესაძლო იარაღს ან რაიმე მტკიცებულებას ეძებენ, რომელიც სავარაუდო ეჭვმიტანილმა შესაძლოა მოიცილა.

ამასთან, ექსპერტ-კრიმინალისტებმა დანაშაულის ადგილის მიმდებარედ საავტომობილო გზიდან, სავარაუდოდ, სისხლის კვალის ნიმუში აიღეს.

გადაკეტილია ახმეტელის ქუჩის ის მონაკვეთი, რომელზეც სავარაუდოდ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ეჭვმიტანილმა გადაირბინა. დღის განმავლობაში საგამოძიებო სამუშაოებში ჩართული იყო ასევე შსს-ს კინოლოგიის სამსახური. სწორედ დიღმის ტყე-პარკისკენ აიღეს კვალი დღის გამავლობაში შს სამინისტროს გაწვრთნილმა ძაღლებმა.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი – დეკანოზთან ციხეში შედიოდნენ პირები, რომლებიც დუმილის სანაცვლოდ თავისუფლებას სთავაზობდნენ
შემდეგი სტატიაპროკურორი – გიორგი მამალაძე ამბობს ტყუილს და ცდილობს, თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს