დიღმის საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 60 პაციენტია მოთავსებული

დიღმის საველე ჰოსპიტალის კოორდინატორი რევაზ კუჭუხიძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის მათთან მოთავსებულია 60 პაციენტი, რომელთა მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.

ექიმის თქმით, პაციენტები ჟანგბადდამოკიდებულნი არიან.

„ამ დროისთვის საველე ჰოსპიტალში 60 პაციენტია. საშუალო სიმძიმის და ჟანგბადდამოკიდებული პაციენტები არიან. ერთი პაციენტის რეფერირება მოხდა ჰოსპიტალში მისი თანხმლები დაავადებების გამო. მიღებას ვაგრძელებთ. ერთ პაციენტს კიდევ ველოდებით. პროპორციულად არის პერსონალი.ჯერჯერობით აქედან არავის გადაყვანა არ იგეგმება. ძირითადად, საშუალო ასაკის პაციენტები არიან“, – განაცხადა საველე ჰოსპიტალის კოორდინატორმა, რევაზ კუჭუხიძემ.

banner
წინა სტატიაშიმარტვილში, გმირთა მემორიალის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 3803 ახალი შემთხვევა გამოვლინდა