დიღმის საველე ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ მათთან მოთავსებული პაციენტები საშუალო სიმძიმის არიან

დიღმის საველე ჰოსპიტლის კოორდინატორი რევაზ კუჭუხიძე აცხადებს, რომ მათთან მოთავსებული პაციენტები საშუალო სიმძიმის არიან.

დიღმის საველე ჰოსპიტლის კოორდინატორი აღნიშნავს, რომ მათთან ცხრა პაციენტი გამთენიისას შეიყვანეს.

„პაციენტები საშუალო სიმძიმის არიან. ამჟამად არიან სტაბილურად, ჟანგბადდამოკიდებულები. ძირითადად, დელტა შტამია. არიან შუახნის ქალბატონები და მამაკაცები. ისინი მდგომარეობის მიხედვით გაჩერდებიან აქ.

სრული მზაობა გვაქვს, ეტაპობრივად ხდება პაციენტების შემოყვანა. მედპერსონალი სხვადასხვა კლინიკიდანაა, მათ შორის, არიან სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები“, – განაცხადა რევაზ კუჭუხიძემ.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ გუშინ, საღამოს დადგა იმის აუცილებლობა, რომ ქვეყანაში საველე ჰოსპიტალის ოპერირება დაწყებულიყო. „ვფიქრობთ, რომ ორ-სამ დღეზე მეტი არ უნდა მოგვიხდეს საველე ჰოსპიტალში პაციენტის დაყოვნება და შემდეგ მოხდება მისი გადაყვანა სასტუმროში ან სხვა ჰოსპიტალში, რაც იქნება მისი მართვისთვის საჭირო“, – განაცხადა გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიგაბუნია – Pfizer-ის ვაქცინა ყველა ორსულმა უნდა ჩაიტაროს
შემდეგი სტატიაგაბუნია – კორონავირუსის საწინააღმდეგო მიზნობრივი მკურნალობა, რომელიც უშუალოდ ვირუსის წინააღმდეგ იქნება, ჯერჯერობით არ არსებობს