დიღმის საველე ჰოსპიტალში 87 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს

ამ დროისთვის, დიღმის საველე ჰოსპიტალში 87 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საველე ჰოსპიტლის კოორდინატორმა, რევაზ კუჭუხიძემ განუცხადა, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის, მათგან ჟანგბად დამოკიდებული კი „საკმაოდ ბევრია“

დიღმის საველე ჰოსპიტალში პაციენტების მიღება 20 ივლისს დაიწყო. როგორც ცნობილია, საველე ჰოსპიტალში კოვიდ სასტუმროებში მომუშავე ექიმები და რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი მუშაობს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 2 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 60 პაციენტი გარდაიცვალა