დიღმის საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას დროებით აჩერებს

დიღმის საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას დროებით აჩერებს.

დიღმის საველე ჰოსპიტლის კოორდინატორის რევაზ კუჭუხიძის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკებში თავისუფალი ადგილები გაჩნდა, შესაბამისად, საველე ჰოსპიტლის ფუნქციონირება დროებით აღარაა საჭირო.

„საწოლფონდი კლინიკებში არის. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის მიღებას გავაჩერებთ ანუ კლინიკებში ადგილები გამოთავისუფლდა. ჩვენ არ ვიხურებით, უბრალოდ დავრეზერვდებით და აღჭურვილობითაც და მედპერსონალითაც ვიქნებით მზად, თუ ამის საჭიროება გახდება. როგორც კი გახდება საჭირო, პროცესში ჩავერთვებით. რაც შეეხება პაციენტებს, მათი ნაწილი ეწერება სახლში, ნაწილი სამედიცინო დაწესებულებაში გადავა“, – განაცხადა რევაზ კუჭუხიძემ.

banner
წინა სტატიაშივაქცინირებული ადამიანებისთვის ლატარია გათამაშდება და ისინი ფულადი ჯილდოთი წახალისდებიან
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი ოპონენტებზე – მათი უგუნური პოლიტიკის შედეგია, რომ დღეს ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია