“დიღმის მიმართულებით შესაძლებელია მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელება” – კახი კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღევანდელ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დიდი დიღმის მიმართულებით შესაძლო მიწისზედა პროექტის განხორციელებაზე ისაუბრა.

“გვინდა, ჩავატაროთ კვლევა და რაიონები, სადაც ტრანსპორტის ნაკლებობაა, კვლევის შედეგად მივიღოთ სრული სურათი, თუ რისი გაკეთება არის შესაძლებელი. შეიძლება ეს იყოს ტრამვაი, შეიძლება იყოს მეტრო. მაგალითად, დიღმის მიმართულებით არის სერიოზული მოსაზრება, რომ არის შესაძლებელი მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელება და შესაბამისად, კვლევა ყველაფერს გვაჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ამ მიმართულებით განვვითარდეთ. რამოდენიმე კვირაში უკვე დაიწყება კვლევები და ძალიან მალე გვექნება სრული სურათი, თუ რა პროექტები უნდა განხორციელდეს ტრამვაის მიმართულებით, სად შეიძლება ტრამვაის გაკეთება. მეტროს მიმართულებით, დიღომი ასე რომ ვთქვათ, ერთ-ერთი საუკეთესო და მარტივად შესაძლებელია ამ პროექტის განხორციელება. თქვენ იცით, რომ სამგორი-ლილოს მიმართულებით ტენდერი გვაქვს გამოცხადებული პროექტზე. უახლოეს დღეებში გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია, დაიწყებს პროექტზე მუშაობას, წლის ბოლოსთვის უნდა იყოს მზად სრული პროექტი, რაზეც უკვე სამშენებლო ტენდერს გამოვაცხადებთ და დავიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას” – აღნიშნა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიმარჯვენასაჭიანი ტაქსები 2021 წლის 1 იანვრიდან აიკრძალება
შემდეგი სტატიაკვიპროსმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა