დიღმის მასივში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. შუახნის მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ დიღმის მასივის მესამე კვარტალში, 14-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში მოხდა, საიდანაც შუახნის მამაკაცი მესამე სართულიდან გადმოვარდა. მიღებული დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და იგი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და შესაბამისი საგანგებო სამსახურები. ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც დაადგენს მომხდარის ზუსტ გარემოებებს.


















