დიღმის მასივში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

დიდუბის რაიონის გამგეობა დაზიანებული ასფალტის საფარის აღდგენას განაგრძობს.

დიღმის მასივის მესამე კვარტალში, ხუთ მისამართზე ასფალტის საფარი ჯამში, 4 055 კვ.მ ფართობზე დაიგო. სამუშაოების მიხედვით, კონტრაქტორმა კომპანიამ ამორტიზებული ასფალტის საფარისა და ბორდიურის დემონტაჟი განახორციელა, ასევე მოეწყო ტროტუარი.

დიღმის მასივის მესამე კვარტლის მე-3, მე-15, მე-16, 29-ე და 38-ე კორპუსებთან ასფალტის მოწესრიგებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 153 715 ლარი გამოიყო.

ასფალტის მოწესრიგების სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ბი ემ სი“ განახორციელა.ანალოგიური ტიპის სამუშაოები დიღმის მასივის მესამე კვარტლის 28-ე კორპუსის მიმდებარედ და მე-5 კვარტლის პირველ ა-სთან მიმდინარეობს

banner
წინა სტატიაშიგელათის სამონასტრო კომპლექსში იუნესკოს ექსპერტებმა მუშაობა დაასრულეს
შემდეგი სტატია“ბერა ბავშვი იყო, ზრდასრული ხომ იყო ბატონი ირაკლი”- ხმაური პარლამენტში