დიღმის მასივში განახლებული N6 ბიბლიოთეკა გაიხსნა

დიღმის მასივში, „მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ ლადო ასათიანის სახელობის მე-6 ბიბლიოთეკის სრულად რეაბილიტირებული შენობა გაიხსნა.

განახლებულ ბიბლიოთეკას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად ესტუმრა და პირადად გაეცნო რეაბილიტაციის შედეგებს. კახა კალაძის განცხადებით, ბიბლიოთეკა ხვალიდან მკითხველებს უმასპინძლებს.

„ეს ბიბლიოთეკა იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში. დღეს ხედავთ, რეაბილიტაციის შედეგად თუ რამდენად სასიამოვნო გარემოა. მთლიანად მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, განახლდა წიგნადი ფონდი, შეიქმნა სივრცე პატარებისთვის, რომელიც გამოყოფილია საერთო სივრცისგან. ყველა თაობის ადამიანისთვის არის შესაბამისი გარემო იმისთვის, რომ მოვიდეს და ისარგებლოს აღნიშნული სივრცით.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ამ პროექტების განხორციელებას და მთელი ქალაქის მასშტაბით არსებული ბიბლიოთეკები რეაბილიტირდება. გარდა ამისა, ყველა მულტიფუნქციურ ცენტრში, რომელიც იხსნება, გათვალისწინებულია მედიათეკები. “- განაცხადა თბილისის მერმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკისა და UNDP-ის მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაზე მიღება დაიწყო
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ”ქართული ოცნება’ არავის ებრძვის, “ქართული ოცნება” თავს იცავს